მისია და მიზნები |
![]() |
![]() |
„სვის-კრედიტი“ წარმოადგენს მდგრად, პროფესიონალებით დაკომპლექტებულ და კლიენტებზე ორიენტირებულ ფინანსურ კომპანიას, რომელიც მაქსიმალურად იცავს ოპტიმალურ ბალანსს კომერციულ და სოციალურ ამოცანებს შორის. კომპანია წარმოადგენს ქართული თხილის მიწოდების უწყვეტი ჯაჭვის პროექტის მნიშვნელოვან რგოლს და გააჩნია თხილის ფერმერების წინასწარი დაფინანსების უნიკალური პროდუქტი წლიდან წლამდე მოსარგებლე ფერმერების რაოდენობის პროგრესირებადი ზრდის მაჩვენებლით და მიზანად ისახავს გახდეს სასოფლო მიკროსესხების ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშე საქართველოში. ამ მისიისა და მიზნების ფარგლებში კომპანია საქართველოს მიკროსაფინანსო ბაზარს სთავაზობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ახალი სტანდარტს, რომლის მთავარი განსხვავება ტრადიციული მიკროსაფინანსო საქმიანობიდან არის მომხმარებლისათვის ისეთი სასესხო პროდუქტების შეთავაზება, რომლებიც თავისთავად გულისხმობენ ბიზნესის განვითარებაში არა მარტო ფინანსურ ხელშეწყობას, არამედ დახმარებას წარმოებული პროდუქციის გასაღების ბაზრების შესწავლასა და ხელმისაწვდომობაში. |