სტრუქტურა, დამფუძნებელი პარტნიორები და მენეჯმენტი |
![]() |
![]() |
კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურა ტრადიციულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ლეგალური სტატუსისა და მიზნების შესაბამისად და პასუხობს კომპანიის მართვის განხორციელების აუცილებელ მოთხოვნებს. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო) „სვის-კრედიტი“ დაფუძნებულია მთლიანად პირდაპირი უცხოური ინვესტიციით. კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორები არიან შვეიცარელი და იტალიელი ბიზნესმენები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში ინვესტორების დიდ ჯგუფს. კომპანიის დამფუძნებლებს ასევე გააჩნიათ წარმატებული ბიზნეს გამოცდილება საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში (თხილის პროდუქციის წარმოება და ექსპორტი). კომპანიის მმართველობის უმაღლესი ორგანოა დამფუძნებელ პარტნიორთა კრება, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს კომპანიის განვითარების სტრატეგიული საკითხების შესახებ. სტრატეგიული საკითხების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების უფლება დელეგირებულია სამეთვალყურეო საბჭოსთან, რომლის შემადგენლობაში შედის 3 კერძო პირი: 1. ალი რიზა კიზილდაგი - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, თხილის გაყიდვების პროფესიონალი; 2. დავით აბულაძე - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მაღალპროფესიონალი მენეჯერი; 3. ნიკოლოზ ჩიხლაძე - ქუთაისის უნუვერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ეკონომიკასა და ფინანსებში.
კომპანიის მენეჯმენტს ახორციელებს, დარეჯან სილაგაძე როგორც აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც დაკავებულია კომპანიის მიმდინარე საკითხების მენეჯმენტით და სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც დანიშნულია დამფუძნებელ პარტნიორთა კრების მიერ და ახორციელებს კომპანიის განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და მიმდინარე საქმიანობის მეთვალყურეობას. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო) „სვის-კრედიტის“ მმართველი გუნდი და სამეთვაყურეო საბჭოს წევრები არიან საბანკო/მიკროსაფინანსო სფეროს და კომპანიის მართვის გამოცდილი პროფესიონალები. ამ მოქმედ ჯგუფთან ერთად ჩვენ გაგვაჩნია პროფესიონალი გარე ექსპერტების სერიოზული მხარდაჭერა, რომლებიც კომპანიის ზრდისა და განვითარების კვალობაზე გახდებიან კომპანიის მმართველი გუნდის წევრები. მიმდინარე პერიოდში კომპანიის მმართველი გუნდი მუშაობს ინტენსიურად კომპანიის სამომავლო განვითარების სტრატეგიაზე, რომელიც დამყარებულია როგორც საწესდებო კაპიტალის, ასევე მოზიდული სახსრების ზრდაზე, რაც კომპანიას შეუქმნის ფონდების ზრდისა და შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. მიმდინარე მომენტში კომპანიის პერსონალი შედგება 11 თანამშრომლიდან. |